რუსეთს პარალელური იმპორტისთვის დსთ-სა და პოსტსაბჭოთა სივრცის სატრანზიტო ქვეყნებში, მათ შორის საქართველოში საწყობების დეფიციტი გაუჩნდა. ამის შესახებ NF Group-ის კვლევაში წერია, რასაც რუსული „კომერსანტი“ ავრცელებს.
NF Group-ის პარტნიორი, კონსტანტინე ფომიჩენკო აცხადებს, რომ საქართველოში, ისევე, როგროც ყაზახეთში, სომხეთში, ყირგიზეთსა და ტაჯიკეთში თავისუფალი სასაწყობო ფართები პრაქტიკულად, არ არსებობს. ფედერალური საბაჟო სამსახურის მონაცემებით, ჯერ კიდევ 2022 წლის მარტიდან, როცა პარალელური იმპორტი დაიწყო, დეკემბრის ბოლოსთვის საქონლის მოცულობამ ორ-ნახევარ მილიონ ტონას მიაღწია.
ამდენად, ლოგისტიკური ოპერატორები აცხადებენ, რომ შესანახი ინფრასტრუქტურის ნაკლებობამ შემდგომი ზრდა შესაძლოა, გაართულოს. ამ ვითარებაში ერთ-ერთ გამოსავლად პოსტსაბჭოთა სატრანზიტო ქვეყნებში რუსული კომპანიების მიერ built-to-suit-ის გარიგებების გაფორმებას მიიჩნევენ, რომელიც საკუთარი საჭიროებისთვის საწყობების აშენების შეკვეთას ითვალისწინებს.