საქართველოს საერთაშორისო რეზერვები მორიგ რეკორდულ მაჩვენებელზეა. კერძოდ, მარტში ქვეყნის საერთაშორისო რეზერვებმა 5 მლრდ დოლარს გადააჭარბა. აღნიშნული მაჩვენებელი თითქმის 284 მლნ დოლარით მეტია თებერვლის მაჩვენებელთან შედარებით. ხოლო წინა წლის ანალოგიურ პერიოდს რომ შევადაროთ, 973 მლნ დოლარით არის გაზრდილი.
რაც შეეხება რეზერვების სტრუქტურას, უცხოურ ვალუტაში კონვერტირებული საერთაშორისო რეზერვები ეროვნული ბანკის ძირითად რეზერვს წარმოადგენს და ეს ნაწილი დაახლოებით ოთხ მილიარდ 525 მლნ დოლარს შეადგენს.
ცნობისთვის, ეროვნული ბანკი სახსრებს ოქროს სახით არ ინახავს.