საფრანგეთის ქალაქ მარსელში აფეთქების შედეგად შენობის ჩამონგრევის ადგილას მაშველებმა ორი ადამიანი დაღუპული იპოვეს. შემთხვევის შედეგად სულ მცირე 5 ადამიანი დაშავდა. მოქალაქეები, რომლებმაც მძიმე დაზიანებები მიიღეს, საავადმყოფოში არიან გადაყვანილები.
ნანგრევების ქვეშ მოყოლილი ადამიანების, სამძებრო-სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება. მედიის ცნობით, 10 მოქალაქესთან, რომელიც შენობებში იმყოფებოდა, დაკავშირება ვერ ხერხდება.
მარსელის მერის, ბენუა პაიანის თქმით, ორი მეზობელი შენობა ასევე ნაწილობრივ ჩამოინგრა, მესამე კი ჩამონგრევის საფრთხის ქვეშ არის. მარსელის პროკურორის, დომინიკ ლორენსის განცხადებით, აფეთქების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. მისივე თქმით, შენობების ჩამონგრევამ ხანძარი გამოიწვია, რამაც სამაშველო სამუშაოები და გამოძიება გაართულა.