ოკუპანტი ქვეყნისთავდასხმები უკრაინის ტერიტორიასა და მშვიდობიან მოსახლეობაზე გრძელდება. უკრაინის თავდაცვის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, გასული 24 საათის განმავლობაში ოკუპანტი ქვეყნის ძალებმა, სამოქალაქო ინფრასტრუქტურასა და უკრაინის ჯარების პოზიციებზე 26 საჰაერო, 4 სარაკეტო ზალპური სისტემებიდან კი 60 დარტყმა განახორციელა.
გენშტაბის ცნობითვე, თავდასხმების შედეგად არიან დაღუპული და დაჭრილი მშვიდობიანი მოქალაქეები.
გენშტაბის განცხადებით, გრძელდება მტრის დანაკარგებიც და უკრაინული თავდაცვა მტრის ცოცხალი ძალისა და იარაღის კონცენტრაციის მნიშვნელოვან ობიექტებზე შეტევებს აგრძელებს.