სასამართლო სისტემაში კორუფციის შესწავლის მიზნით, საპარლამენტო ოპოზიცია საგამოძიებო კომისიის შექმნას გეგმავს. ისინი საქართველოს პრეზიდენტს პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევის თხოვნით დღეს მიმართავენ.
შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა ოთხ ქართველ მოსამართლეს სანქციები გასულ კვირას დაუწესა. მიხეილ ჩინჩალაძე, ლევან მურუსიძე, ირაკლი შენგელია და ვალერიან ცერცვაძე, შეერთებულ შტატებში შესვლას ვეღარ შეძლებენ.