ოკუპანტი ქვეყნის ძალებმა საცხოვრებელ კორპუსზე იერიში განახორციელეს. უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ტრადიციულ ვიდეომიმართვაში, რუსული ძალების მიერ საცხოვრებელი სახლის დაბომბვას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ოკუპანტი ქვეყნის ძალები ბზობის კვირაშიც კი სასტიკ შეტევებს აგრძელებს. მისი თქმით, თავდასხმის შედეგად მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა. უკრაინის პრეზიდენტის თქმითვე, უკრაინის გამარჯვების დღე ახლოვდება, რისი დასტურიც მათ შორის საერთაშორისო პარტნიორების დახმარების მუდმივი ზრდაა.