პარლამენტის წინ რუსთაველის გამზირზე საავტომობილო გზა გადაიკეტა. საკანონმდებლო ორგანოსთან იკრიბებიან აქციის მონაწილეები. „ნაციონალური მოძრაობის“ დაგეგმილი აქცია სლოგანით - „ერთად ევროპაში“ 18:00 საათზე დაიწყება.
პარლამენტის წინ მოწყობილია სცენა. იგეგმება სიტყვით გამოსვლები.
ამასთან, როგორც ცნობილია რუსთაველის მეტროსთან იკრიბებიან „ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები, რომლებიც აქციას მსვლელობით შეუერთდებიან.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.