კათოლიკური სამყარო იესო ქრისტეს აღდგომას ზეიმობს. თბილისში, სააღდგომო ლიტურგია მარიამ ღვთისმშობლის ზეცად აყვანების კათოლიკურ კათედრალურ ტაძარში შედგა. სადღესასწაულო წირვას ეპისკოპოსი ჯუზეპე პაზოტო უძღვებოდა. ტაძარში ნათლობის რიტუალიც შესრულდა. კათოლიკებს, სომეხთა სამოციქულო და ლუთერულ ეკლესიებსა და მათ მრევლს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ულოცავს საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი. მილოცვას უერთდება საქართველოს პრემიერ-მინიტრი, ირაკლი ღარიბაშვილი.