საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს მაცხოვრის იერუსალიმში დიდებით შესვლას, ბზობას ზეიმობს. ბზობა ქრისტიანული ეკლესიის ერთ-ერთი მთავარი საუფლო დღესასწაულია, რომელიც ტრადიციულად აღდგომის წინა კვირა დღეს აღინიშნება. ამ დღესთან დაკავშირებით მმართმადიდებლურ ტაძრებში სადღესასწაულო წირვა-ლოცვა აღევლნა, რის შემდეგაც მეუფე შიომ და სხვა სასულიერო ირებმა 1989 წლის 9 აპრილს დაღუპული ადამიანების ხსოვნას პატივი მიაგეს.