დიდება გმირებს - დილიდან პარლამენტის წინ მოქალაქეები მიდიან და 9 აპრილის მემორიალს ყვავილებით ამკობენ. 34 წლის წინ განვითარებულ მოვლენებს ის ადამიანები იხსენებენ, რომლებიც რუსთაველის გამზირზე რუსული ტანკების პირისპირ აღმოჩნდნენ. 1989 წლის 9 აპრილს დაღუპულ მოქალაქეებს პატივი მიაგო ამერიკის ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა. მემორიალი ყვავილებით შეამკეს სხვადასხვა ოპოზიციური პარტიების ლიდერებმაც. მათი თქმით, 9 აპრილი ქვეყნის ისტორიოაში ტრაგიკული, თუმცა ამავედროს გამარჯვების მომტანი დღეა.