9 აპრილის 34 -ე წლისთავი რუსთავში გვიან ღამით აღნიშნეს. საქართველოს დროშის ფერებში განათებული 9 აპრილის მემორიალი, რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ და რუსთავის მაჟორიტარმა დეპუტატმა ირაკლი შატაკიშვილმა ახალგაზრდებთან და საკრებულოს ფრაქცია ქართული ოცნების წევრებთან ერთად ყვავილებით შეამკეს. სიმბოლურად ტიტებით იყო მორთული რუსთავის დამოუკიდებლობის ხეივანიც.