უკრაინის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან, რუსეთის აგრესიას 467 ბავშვი ემსხვერპლა. თავდასხმების დროს სულ მცირე 1413-მა არასრულწოვანმა სხეულის დაზიანებები მიიღო. ეს მონაცემები საბოლოო არ არის, რადგან შესაბამისი სამუშაოები ჯერ კიდევ გრძელდება. უკრაინის პროკურატურაში აცხადებენ, რომ ყველაზე მეტი, 448 ბავშვი, დონეცკის ოლქში დაიღუპა და დაშავდა. მას მოჰყვება ხარკოვის ოლქი 275 დაშავებული და დაღუპული ბავშვით და კიევის ოლქი 127 დაშავებული და დაღუპული ბავშვით.