„ქართული ოცნება“ პარტიულ შეხვედრებს თბილისში აგრძელებს. შეხვედრა უმრავლესობის წევრებმა ამჯერად დიდუბისა და ჩუღურეთის ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან გამართეს. როგორც პარტიის ოფისში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე კახა კალაძემ თქვა, ორგანიზაციის წარმომადგენლებთან საუბარი სხვადასხვა საკითხებს შეეხებოდა. დღესვე „ქართულმა ოცნებამ“ რაიონის ახალი თავმჯდომარე და ბიუროს წევრები წარადგინა.