რა თქმა უნდა, საჭიროა მტკიცებულებები, საჭიროა გარკვეული დოკუმენტაცია, თუ რაზე დაყრდნობით იქნა აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებული, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა, კახა კალაძემ ოთხი ქართველი მოსამართლის წინააღმდეგ აშშ-ის მიერ დაწესებულ სანქციებზე დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.
კალაძის თქმით, თუ დოკუმენტები არ იქნება წარმოდგენილი ამერიკული მხარის მიერ, მაშინ ეს აღქმული იქნება სუვერენული სახელმწიფოს დემოკრატიულ ინსტიტუციაზე ზეწოლად.