ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის მიერ ენგურის ხიდის ჩაკეტვას თბილისში პროვოკაციად აფასებენ. ამის შესახებ დღეს „ქართული ოცნების“ წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა. ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სახელმწიფო უშიშროების სამსახურის უფროსი ამბობს, რომ ენგურზე დაწესებული შეზღუდვების მიზანია მოსახლოების უსაფრთხოების დაცვა. ამის პარალელურად, გამოითქვა ვარაუდი, რომ ე.წ საზღვრის ჩაკეტვა, ხვალ თბილისში დაგეგმილ აქციას უკავშირდება. ეგურის ხიდი ოკუპირებულმა სოხუმმა სწორედ გუშინ ჩაკეტა.