მარტის აქციების მონაწილის, ლაზარე გრიგორიადისის გათავისუფლების მოთხოვნით დღეს მორიგი აქცია გაიმართება. დაკავებულის მხარდამჭერები რვა საათზე პარლამენტთან შეიკრიბებიან. პროტესტში მონაწილეობას მუსიკოსები და მსახიობები მიიღებენ. თავდაპირველად, აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან უნდა ჩატარებულიყო, თუმცა ახლა იქ შენობის ეზოს ღობავენ. ოპოზიციაში ამ სამუშაოების დაწყებას დაგეგმილ აქციებს უკავშირებენ. რაც შეეხება გრიგორიადისის საქმეს, მას პოლიციელზე თავდასხმისა და ნივთის დაზიანების ფაქტზე, წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.