თელ-ავივში მამაკაცი ფეხით მოსიარულეებს ავტომობილით თავდასხმის მიზნით დაეჯახა. შემთხვევის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა, 7 კი დაშავდა. მედიკოსების ინფორმაციით, რამდენიმე დაშავებულის მდგომაროება მძიმეა. შემთხვევის ადგილზე გადაღებულ კადრებში ჩანს, თუ როგორ ამოტრიალდა ავტომობილი და როგორ გაუხსნა ცეცხლი ისრაელის პოლიციის ოფიცერმა თავდამსხმელს, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა.