გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში „ახალგაზრდული ფორუმი - მდგრადი განვითარებისა და ევროინტეგრაციისათვის“ გაიმართა, რომელიც მინისტრმა, ოთარ შამუგიამ მისასალმებელი სიტყვით გახსნა. მინისტრმა ქვეყნისთვის ევროინტეგრაციის პროცესისა და მდგრადი განვითარების მნიშვნელობის საკითხებზე ისაუბრა. ფორუმის ფარგლებში, გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებისა და საქართველო-ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებთან დაკავშირებით სტუდენტებმა დისკუსიები გამართეს.