ირაკლი ღარიბაშვილი ილჰამ ალიევთან ერთად გაბალის სურსათის გადამამუშავებელ საწარმოში იმყოფებოდა. საქართველოს მთავრობის მეთაურმა ქარხანა დაათვალიერა და წარმოების პროცესს გაეცნო. ირაკლი ღარიბაშვილმა ბაქოში ვიზიტი გუშინ დაიწყო. ღარიბაშვილმა და ალიევმა მედიისთვის ბრიფინგიც გამართეს. როგორც საქართველოს პრემიერმა თქვა, შეხვედრაზე საუბარი შეეხო იმ პროექტებს, რომელსაც საქართველო აზერბაიჯანთან ერთად განახორციელებს. შეხვედრაზე უკრაინაში მიმდინარე მოვლენებიც განიხილეს. პრემიერმა რამდენჯერმე აღნიშნა, რომ მთავარია რეგიონში მშვიდობის შენარჩუნება.