საქართველოში შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი რამდენიმე ტელევიზიის ჟურნალისტებისთვის აკრედიტაციის შეჩერებას აკრიტიკებს. უილიამ კორტნი ტვიტერში წერს, რომ საქართველოს ხელისუფლება ერთი არადემოკრატიული ინიციატივიდან მეორეზე გადადის. პარლამენტმა 6 აპრილს აკრედიტაცია კრიტიკული მედიის 3 ჟურნალისტსა და 2 ოპერატორს შეუჩერა. ამის მიზეზი დეპუტატებისთვის პარლამენტის ფოიეში კითხვების დასმა გახდა.