ოპოზიციაში ვარაუდობენ, რომ სანქცირებული მოსამართლეების სია გაიზრდება. შეერთებული შტატების გადაწყვეტილება ხელისუფლების ოპონენტებს იმის თქმის საშუალებას აძლევს, რომ ეს იყო გაფრთხილება „ქართული ოცნებისთვის“. ოპოზიციაში მიიჩნევენ, რომ შესაძლოა, სანქციების სამიზნე, ხელისუფლების წევრებიც კი გახდნენ. ვაშინგტონის მოწოდების მიუხედავად, ოპოზიციას არ აქვს მოლოდინი, რომ „ქართული ოცნება“ მის მმართველობაში რაიმეს შეცვლის.