ოპოზიციონერი ქალი დეპუტატები ტელეკომპანია „ფორმულას“, „ტვ პირველის“ და „მთავარი არხის“ ჟურნალისტებისთვის აკრედიტაციის შეჩერებას ეხმაურებიან და აღნიშნავენ, რომ პარლამენტის თავმჯდომარის მიერ შემოღებული აკრედიტაციის წესი არის ცენზურა, რომელიც მიზნად ჟურნალისტების მიერ მომზადებული მასალის შინაარსში ჩარევას ისახავს. ისინი პარლამენტის თავმჯდომარეს მოუწოდებენ, დაიცვას დემოკრატიის პრინციპები, გაითვალისწინოს რომ საქართველოს პარლამენტის წევრებს აქვთ საჯაროობის ვალდებულება და გააუქმოს მის მიერ მიღებული ბრძანება.