ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ქართველი მოსამართლეების მიმართ სანქციების ამოქმედების შემდეგ ქვეყნის პრეზიდენტი პირველ განცხადებას აკეთებს. სალომე ზურაბიშვილი ამბობს რომ მოსამართლეების დასანქცირების შემდეგ ქვეყანამ ახლა ქმედითი ნაბიჯები უნდა გადადგას და რეფორმები გაატაროს. სალომე ზურაბიშვილს დღეს ამერიკის ელჩიც შეხვდა, თუმცა მანამდე კელი დეგნანი ჯერ საქართველოს პარლამენტში მივიდა და შალვა პაპუაშვილს სანქციებთან დაკავშირებით შტატების პოზიცია პირადად გააცნო.