ირაკლი ღარიბაშვილი ილჰამ ალიევს შეხვდა. პირისპირ შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა სფეროში არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს და აღნიშნეს, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სტრატეგიული პარტნიორობა მეტად უნდა გაღრმავდეს.