ვშიშობ აშშ-ის გადაწყვეტილება ევროპაში აღქმული არ იყოს, როგორც ნეგატიური სიგნალი, ამიტომ არც ნიშნის მოგების და გახარების დროა, არც თავის მართლების - თუ არ გვინდა 4 ადამიანს გადავაყოლოთ ქვეყნის მომავალი, საჭიროა ქმედითი ნაბიჯები, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, რაც მეტი ქმედითი ნაბიჯი იქნება გადადგმული სასამართლოს კუთხით, მით უფრო სწრაფად აღდგება ქვეყნის რეპუტაცია. პრეზიდენტის განმარტებით ეს ნაბიჯები შეიძლება იყოს სრული გამოძიება, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობის გადახედვა ან არამოსამართლე წევრების დროული შერჩევა.