აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, აშშ-სა და უკრაინის სხვა პარტნიორების საერთო მიზანს, ოკუპირებული ტერიტორიების დასაბრუნებლად უკრაინის დახმარება წარმოადგენს. მისი განცხადებით, ეს მათ შორის, კონტრშეტევასაც მოიცავს, რომელიც სავარაუდოდ უახლოეს კვირებში დაიწყება.
ბლინკენის თქმით, საერთაშორისო პარტნიორების მეორე მიზანს საშუალო და გრძელვადიანი შესაძლებლობების განვითარებაში უკრაინის დახმარება წარმოადგენს. ამერიკის სახელმწიფო მდივნის განცხადებითვე, უკრაინის პარტნიორების მიზანი რუსეთის აგრესიის შეკავებაა.