ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ლევან დავითაშვილი, საქართველოში სამუშაო ვიზიტით მყოფ სომხეთის ინფრასტრუქტურისა და ტერიტორიული ადმინისტრაციის მინისტრს, გნელ სანოსიანს შეხვდა. შეხვედრაზე ორმხრივი სავაჭრო - ეკონომიკური კავშირების გაღრმავებაზე ისაუბრეს, რის შემდეგაც მინისტრები საქართველო - სომხეთის ბიზნეს ფორუმზე მოხსენებით გამოვიდნენ. ფორუმში ორი ქვეყნის 450-მდე ბიზნესმენმა მიიღო მონაწილეობა. გნელ სანოსიანმა, ქართულ მხარეს მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ ვიცე-პრემიერთან შეხვედრა პროდუქტიული იყო.