მოძრაობა ხალხის ძალა მორიგ განცხადებას აქვეყნებს, სადაც კვლავ ამერიკის შეერთებულ შტატების პოლიტიკას და ელჩ დეგნანს აკრიტიკებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ამერიკელები სასამართლოში საკუთარი აგენტურის რეკრუტირებაზე მუშაობენ, რაც საქართველოს სუვერენიტეტს სერიოზულ საფრთხეს უქმნის. „ხალხის ძალა“ „ქართულ ოცნებას“ მოუწოდებს, მიიღოს ქმედითი სამართლებრივი ზომები, რომლებიც სასამართლოს დამოუკიდებლობის ხელყოფის წინააღმდეგ იქნება მიმართული. ამავე განცხადების თანახმად, თუ საქართველო ვერ შეინარჩუნებს სასამართლოს დამოუკიდებლობას, სრულად დაკარგავს სუვერენიტეტს.