რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი თურქი კოლეგის მევლუთ ჩავუშოღლუს მიწვევით, ანკარაში ჩავიდა, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, სერგეი ლავროვი განიხილავს ენერგეტიკის, უკრაინას, მარცვლეულის შეთანხმების, მთიანი ყარაბაღის, ასევე ანკარასა და დამასკოს შორის დიალოგის საკითხებს.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ოთხშაბათს განაცხადა, რომ ლავროვი და ჩავუშოღლუ ტურისტული სეზონის დროს თურქეთში რუსების უსაფრთხოების თემაზეც ისაუბრებენ.