ოკუპანტი ქვეყნის თავდასხმები უკრაინის ტერიტორიაზე გრძელდება. უკრაინის თავდაცვის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბიც განცხადებით, გასული 24 საათის განმავლობაში, ოკუპანტი ქვეყნის ძალებმა უკრაინის ტერიტორიაზე 5 სარაკეტო, 18 საჰაერო, ზალპური სისტემებიდან კი 53 შეტევა განახორციელეს.
რუსული ძალები შეტევებს მშვიდობიანი მოქალაქეების საცხოვრებლებსა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე ახორციელებს, არიან დაჭრილი და დაშავებული მშვიდობიანი მოქალაქეები.
მძიმე ბრძოლების ეპიცენტრად რჩება ლიმანი, მარინკა, ავდივი და ბახმუტი. გენშტაბის განცხადებით, თავდაცვის ძალებმა ამ მიმართულებებზე მტრის 40-ზე მეტი შეტევა მოიგერიეს. გენშტაბის ცნობითვე, გრძელდება რუსული ძალების დანაკარგებიც და უკრაინის დამცველები, მტრის ცოცხალი ძალისა და იარაღის კონცენტრაციის ადგილებზე შეტევებს წარმატებით განაგრძობენ.