გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 8 აპრილის ამინდის შესახებ აფრთხილებს და აცხადებს, რომ მოსალოდნელმა წვიმებმა შესაძლოა მდინარეების ადიდება და მეწყრული პროცესები გამოიწვიოს.
"8 აპრილს საქართველოს ტერიტორიაზე მოსალოდნელია წვიმა, ღამით მაღალმთაში შესაძლებელია თოვლჭყაპი, ზოგან ძლიერი. დღისით იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.მოსალოდნელმა ძლიერმა წვიმებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს," - ნათქვამია განცხადებაში.