ისრაელმა ღაზას სექტორში ავიაიერიშები განახორციელა. საჰაერო იერიშამდე, ღაზადან და ლიბანიდან ისრაელის ტერიტორიის მიმართულებით რაკეტები ისროლეს. მედიის ინფორმაციით, ღაზაში გვიან ღამით ორი აფეთქების ხმა გაისმა.
ისრაელის ცნობით, მისმა ავიაგამანადგურებლებმა სხვადასხვა სამიზნეს, მათ შორის ჰამასის გვირაბებსა და იარაღის წარმოების ობიექტებს დაარტყეს. ისრაელის ავიაიერიშის საპასუხოდ, ღაზას სექტორიდან რაკეტები გაისროლეს. გასული ღამის განმავლობაში, მოსაზღვრე ქალაქებსა და დასახლებებში განგაშის სიგნალის ხმა ისმოდა.