ვოლოდიმირ ზელენსკი პოლონეთში ვიზიტის დასრულების შემდეგ კომენტარს აკეთებს. მისი თქმით, პოლონეთში ვიზიტმა და პარტნიორებთან მოლაპარაკებებმა ფრონტის ხაზზე არსებულ ვითარებაზე მნიშვნელოვანი გავლენა უნდა მოახდინოს. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, უკრაინაში დაბრუნების შემდეგ შეხვედრა პრემიერ მინისტრ შმიგალთან გამართა და საუბარი ყველა მნიშვნელოვან საკითხს, მათ შორის უსაფრთხოების საკითხებს, საერთაშორისო შეხვედრებსა და მოლაპარაკებებს შეეხო.