მოსამართლეთა დასანქცირებას საქართველოს სასამართლო სისტემაშიც გამოეხმაურნენ. მოქმედი მოსაამართლეები კოლეგებს სოლიდარობას უცხადებენ და შეერთებულ შტატებს გადაწყვეტილების გადახედვისკენ მოუწოდებენ.
თემაზე საკუთარი პოზიციები სოციალურ ქსელში გამოაქვეყნეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე ლევან თევზაძემ და მოსამართლე სერგო მეთოფიშვილმა. როგორც მოსამართლეები აცხადებენ, მომხდარი მათ სტალინის და ბერიას ეპოქას ახსსენებს, სანქციებით ვერ შეაშინებენ და საზოგადოება ქართველი მოსამართლეების სიმართლეში მალე დარწმუნდება.