რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერი, დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ კრემლი ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის გაფართოებით უკმაყოფილოა. მისი თქმით, ნატო ფართოვდება რუსეთის საზღვრებისკენ და არა რუსეთი უახლოვდება ნატო-ს საზღვრებს თავისი სამხედრო ინფრასტრუქტურით. პესკოვმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთი საკუთარი უსაფრთხოების დასაცავად საჭირო ზომებს მიიღებს.