შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი განიხილეს თბილისში საქართველოს, რუმინეთის, აზერბაიჯანისა და უნგრეთის მაღალი დონის შეხვედრაზე, რომელიც საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა გახსნა. შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით ხორციელდება და 1 195-ი კილომეტრის სიგრძის კაბელით რუმინეთთან დაკავშირებას გულისხმობს, რაც სამხრეთ კავკასიის ქვეყნებსა და რუმინეთს საშუალებას მისცემს, ისარგებლონ გაფართოებული საექსპორტო შესაძლებლობებით და ელექტროენერგიის ბაზრის საათობრივი ფასების გათვალისწინებით ვაჭრობა განახორციელონ.