საპარლამენტო ოპოზიციის თითქმის სრული შემადგენლობა ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან მოსამართლეეების დასანქცირებას საგანგებო ბრიფინგით ეხმაურება. ხელისუფლების ოპონენტები სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილებაზე უსწრაფეს რეაგირებას ითხოვენ და სასამართლოში არსებული მდგომარეობის შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვენ. დეპუტატების აზრით, საგამოძიებო კომისიისთვის რეგისტრაცია შემდეგ კვირას უნდა ჩაინიშნოს, რიგგარეშე სესიის დანიშვნის მოთხოვნით კი პრეზიდენტს უახლოეს საათებში მიმართავენ.