აშშ-ის მიერ ქართველი მოსამართლეებისთვის სანქციების დაწესების გამო შესაძლოა, საპარლამენტო უმრავლესობამ საგამოძიებო კომისია შექმნას. განცხადება დღეს ქართული ოცნების წევრმა ანრი ოხანაშვილმა გააკეთა. საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს საპარლამენტო ოპოზიციაც, თუმცა ანრი ოხანაშვილმა არ გამორიცხა, რომ კომისია უმრავლესობამ შექმნას.