Apple-მა რეჟისორ რიდლი სკოტის ფილმის - „ნაპოლეონის“ პირველი კადრი გამოაქვეყნა. ფილმი კინოეკრანებზე 22 ნოემბერს გამოვა, რის შემდეგაც მას სტრიმინგ-სერვისი Apple TV+ აჩვენებს.
ფილმი საფრანგეთის იმპერატორის ისტორიასა და ტახტისკენ მიმავალ გზაზე მოგვითხრობს. სურათის მნიშვნელოვანი ასპექტი ნაპოლეონის და მისი ცოლის, ჟოზეფინას ურთიერთობა გახდება. ნაპოლეონის როლს სურათში ხოაკინ ფენიქსი ასრულებს. ფილმის სცენარზე დევიდ სკარპამ იმუშავა.