ბოლო შვიდი წლის განმავლობაში ირანისა და საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრები ერთმანეთს პირველად ჩინეთს შუამავლობით შეხვდნენ. მინისტრების შეხვედრა ჩინეთში გაიამრთა.
Reuters-ის ინფორმაციით, ირანისა და საუდის არაბეთის ოფიციალური პირები შეთანხმდნენ, რომ ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობა აღდგება და თეირანსა და ერ-რიადში დიპლომატიური მისიები გაიხსნება.
საუდის არაბეთმა ირანთან ურთიერთობა 2016 წელს მას შემდეგ გაწყვიტა, რაც თეირანში, საუდის არაბეთის საელჩოში მოქალაქეები შეიჭრნენ. საელჩოზე თავდასხმის მიზეზი საუდის არაბეთში შიიტი მუსლიმი სასულიერო პირის სიკვდილით დასჯა გახდა.