ლატვიის პარლამენტმა სავალდებულო სამხედრო სამსახურის დაბრუნების შესახებ კანონი მესამე მოსმენით მიიღო. კანონის თანახმად, სავალდებულო წესით ჯარში გაიწვევენ მამრობითი სქესის 18-დან 27 წლამდე ასაკის ყველა მოქალაქეს. სტუდენტებისთვის კანონი გაწვევის გადავადებას ითვალისწინებს. სავალდებულო სამხედრო სამსახურის ხანგრძლივობა 11 თვე იქნება.
როგორც ცნობილია, პირველი გაწვევა 2023 წლის 1 ივლისს დაიწყება და ნებაყოფლობითი იქნება, 2024 წლიდან კი გაწვევა სავალდებულო გახდება. ჯარში ნებაყოფლობით მსახურებას 18-დან 27 წლამდე ასაკის ქალებიც შეძლებენ.
ლატვიამ სავალდებული სამხედრო სამსახურის აღდგენა უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ მიიღო.