საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ჩინელ კოლეგას, სი ძინპინს შეხვდა. პეკინში გამართული ოფიციალური შეხვედრის დროს მაკრონმა იმედი გამოთქვა, რომ ჩინეთი ყველაფერს გააკეთებს, რათა რუსეთი ქცევის გონვირულ ნორმებს დაუბრუნდეს. საუბრისას მან სი ძინპინს განცხადა, რომ რუსეთის აგრესიამ უკრაინაში გლობალურ სტაბილურობას დიდი დარტყმა მიაყენა.
ემანუელ მაკრონი ჩინეთში გუშინ ევროკომისიის პრეზიდენტთან, ურსულა ფონ დერ ლაიენთან ერთად ჩავიდა. მედიის ინფორმაციით, რამდენიმე საათში ლიდერები ერთობლივ ბრიფინგს გამართავენ.