კომუნიკაციების კომისიის, გაეროს ბავშვთა ფონდისა და საქართველოს განათლების სამინისტროს ერთობლივი პროექტის - "მედიაწიგნიერების ფორმალურ განათლებაში ინტეგრირების" შედეგებისა და სამომავლო გეგმების პრეზენტაცია გაიმართა. განათლების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა, სხვა უწყების წარმომადგენლებთან ერთად მედიაწიგნიერების მნიშვნელობაზე ისაუბრა. შეხვედრის დასასრულს ბენეფიციარებს სერტიფიკატები გადაეცათ.