სავარაუდო გაუპატიურების 2 შემთხვევა კახეთში - 15 წლის გოგონაზე სექსუალურად, სავარაუდოდ, მამამ იძალადა, 14 წლის მოზარდის გაუპატიურებაში კი მამინაცვალია ბრალდებული. ორივე ფაქტზე სავარაუდო დამნაშავეები დაკავებული არიან. 15 წლის გოგოს გაუპატიურების შესახებ სამართალდამცავებს სკოლის ადმინისტრაციამ აცნობა. დირექტორი დეტალებზე არ საუბრობს, თუმცა განმარტავს, რომ საეჭვო მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მიღების შემდეგ, ყველა შესაბამის უწყებას აცნობა.