პოლიტიკის მიმომხილველი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც ის 4 მოსამართლისთვის აშშ-ის მხრიდან სანქციების დაწესებას ეხმაურება.
მისი თქმით, პოლიტიკურმა პარტიებმა უნდა შეძლონ და გამოხატონ ხალხის შინაარსი, მათი ინტერესები, სანქციები ვერ გვიშველის, თუ ეს არ მოხდა.
"სანქციები მეც მიხარია, მაგრამ სანქციები ლუკაშენკოს რეჟიმსაც აქვს. რეჟიმი თუ დემოკრატიულად არ შევცვალეთ, სანქციები ჩვენს მდგომარეობას გააუარესებს. და რეჟიმის დემოკრატიულად შეცვლა მარტო ქართველი ხალხის დიდ უმრავლესობას შეუძლია. იმ უმრავლესობას, რომლის 70% ამბობს რომ პოლიტიკური პარტიები მათ ინტერესებს არ განასახიერებენ. ესაა ოპოზიციის დილემა და ამ დილემის გადაჭრაა მისიპასუხისმგებლობა. სხვა არაფერი. ანუ პოლიტიკურმა პარტიებმა უნდა შეძლონ და გამოხატონ ხალხის შინაარსი, მათი ინტერესები. სანქციები ვერ გვიშველის, თუ ეს არ მოხდა. პარტიებს სისტემური გადატვირთვა სჭირდებათ", - წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.