საქართველოს უკვე ოთხი სანქცირებული მოსამართლე ჰყავს. ამერიკის შეერთებული შტატების გადაწყვეტილებით მიხელ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძეს და მათ ოჯახის წევრებს ამერიკის შეერთებულ შტატებში შესვლაზე უარი აქვთ ნათქვამი.
სახელმწიფო დეპარტამენტი ამბობს, რომ აღნიშნულმა პირებმა, ბოროტად გამოიყენეს მათი თანამდებობა როგორც სასამართლოს თავმჯდომარეებმა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა, რითაც ზიანი მიაყენეს სამართლის უზენაესობასა და საზოგადოების ნდობას საქართველოს სასამართლო სისტემის მიმართ.
ერთია რა პოლიტიკური განცხადებები მოჰყვა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების გადაწვყეტილებას, ვინ ეთანხმება და ვინ ამის უკან პოლიტიკურ თუ კორუფციულ ინტერესებს ხედავს, მაგრამ არის კიდევ ერთი და ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, რომლისთვისაც ადუღებული პოლიტიკური ტემპერატურის ფონზე ჯერ ვერავინ მოიცალა.
რა გავლენას იქონიებს მოქმედებაში მოყვანილი სანქციების პირველი პაკეტი ქვეყნის და მის საინვესტიციო იმიჯზე? - თემაზე სასაუბროდ "პალიტრანიუსისა" და რადიო "პალიტრის" გადაცემა "საქმის" სტუმარია ეკონომისტი ოთარ აბესაძე