ფრანჩაიზინგი - ბიზნესურთიერთობის ფორმა, სადაც ყველა მხარე მოგებულია. ჩვენი ქვეყნისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და დღემდე გამოწვევას წარმოადგენს მცირე და საშუალო კომპანიების განვითარება და მათი როლის გაზრდა, ეკონომიკური დოვლათის შექმნაში. პრაქტიკამ აჩვენა და მრავალწლიანმა გამოცდილებამ მსოფლიოშიც და საქართველოშიც ცხადყო, რომ როდესაც სხვებს უზიარებ რამეს, ყველა კმაყოფილია. ასე გაჩნდა საქართველოში კოკა-კოლა, მაკდონალდსი, დანკინ-დონატსი და სხვა ცნობილი ბრენდები. ახლა კი უკვე გვაქვს მაგალითი, როცა ადგილობრივმა, ქართულმა ბრენდმა დაიწყო ფრანშაიზის გაყიდვა. როცა ბაზარზე ცნობილი ბრენდის სახელით იწყებ ოპერირებას, სირთულეების ლომის წილი უკვე დაძლეულია და წარმატების მიღწევის შანსი ბევრად, ბევრად უფრო მაღალი.
"ბიბლუსმა" ფრენშაიზის გაყიდვა დაიწყო - თემაზე სასაუბროდ "პალიტრანიუსისა" და რადიო "პალიტრის" გადაცემა "საქმის" სტუმარია "ბიბლუსი ჯგუფის" დირექტორი ირაკლი გაგნიძე