გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ახალი ტექნიკით აღიჭურვა. დეპარტამენტს 14 ახალი ავტომობილი, 6 ბაგი და 8 გასაბერი ნავი შეემატა. უწყების ხელმძღვანელმა ახალი აღჭურვილობა პირადად მოინახულა და განაცხადა, რომ თანამედროვე ტექნიკა დეპარტამენტის თანამშრომლებს გაუმარტივებს ისეთი სამართალდარღვევების გამოვლენას, როგორიცაა უკანონო ტყითსარგებლობა, ბრაკონიერობა და ჰაერის დაბინძურება.