რესპუბლიკურ საავადმყოფოში ექიმების პროტესტი გრძელდება. მათი მოთხოვნები უცვლელია. სამედიცინო პერსონალი კლინიკის დემონტაჟს აპროტესტებს. ექიმები ასევე რესპუბლიკური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის თანამდებობიდან გადადგომას ითხოვენ. მათივე ინფორმაციით, მედიკოსებსა და ჯანდაცვის მინისტრს, ზურაბ აზარაშვილს შორის შეხვედრა ხვალ არის დაგეგმილი.