„ნაპოლის“ ნიგერიელი შემტევის, ვიქტორ ოსიმენის აგენტმა, ანდრეა დ’ამიკომ თავისი კლიენტის მომავალთან დაკავშირებით იტალიურ მედიასთან კომენტარი გააკეთა. დ’ამიკომ დაადასტურა, რომ ვიქტორის შეძენა „პარი სენ-ჟერმენსა“ და ინგლისის პრემიერლიგის კლუბებს სურთ.
როგორც აგენტმა აღნიშნა, ნიგერიელს ფორვარდს სხვა კლუბების მხრიდან ინტერესი ნამდვილად არ აკლია. დ’ამიკომ ივარაუდა, რომ ლიონელ მესი კარიერას „ინტერ მაიამიში“ გააგრძელებს და პარიზელებს მისი შემცვლელი დასჭირდებათ. ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ იქნება მიღებული.
ცნობისთვის, ვიქტორ ოსიმენმა მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 29 შეხვედრა ჩაატარა, მის ანგარიშზე 25 გოლია. ნიგერიელი 21 გატანილი ბურთით იტალიის ჩემპიონატის ბომბარდირთა დავას ლიდერობს.